English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ მიხეილ ჯიბუტი
საქართველოს ეკონომიკა: 30 წლიანი ტრანსფორმაციის გაგებისათვის

30 წლის წინ ქართველი ხალხიბედნიერი თავისუფლებითაღმოჩნდა უამრავი გამოწვევის წინაშექვეყნის მთლიანობის, ერის ერთიანობის, ხალხის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფადმემკვიდრეობით მიღებული  საბჭოთა მმართველობითიპოლიტიკურიეკონომიკურისოციალური სისტემა იყო კოლაფსურდეგრადირებულ მდგომარეობაში და არსებული სახით სახელმწიფოს ფუნქციონირებას ვერ უზრუნველყოფდა. გადაწყდა მისი სრული უარყოფა და სახელმწიფოს მოწყობა კაპიტალისტური წესრიგით, რისი მთავარი ღერძი  საბაზრო ეკონომიკაა

      სტატიაში, სისტემური მიდგომის და ლოგიკური განზოგადების  საფუძველზე, განხილულია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 30 წლის განმავლობაში, საქართველოში საბჭოთა ეკონომიკური სისტემის საბაზრო ეკონომიკურ სისტემით ჩანაცვლების პროცესი; ნაჩვენებია  გარდამავალი ეკონომიკისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მიმართება დროსა და სივრცეში; კაპიტალიზმისრესტავრაციისთვისობრივადსხვადასხვაეტაპისარსებობა; დადგენილიატრანსფორმაციისრაციონალურიშინაარსი, თვისებები; შესწავლილია ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესის სისტემური ცვლილებებისა და კანონზომიერების თვალსაზრისით, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ზეგავლენის საშუალებების დასადგენად. ახსნილია საქართველოს 30-წლიანი ეკონომიკური კრიზისის გენეზისი.

     ნაშრომის ერთ-ერთი უმთავრესი ჰიპოთეზაი საა, რომ საქართველოს  სოციალურ - ეკონომიკური ჩამორჩენილობის მიზეზი სტრატეგიული განვითარების დაგეგმვის სამართლებრივ - ინსტიტუციური ბაზის არარსებობა და მისი ელემენტების უსისტემოდ გაფანტვაა, რის გამოც ვერ ხერხდება ქვეყნის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა.

საკვანძო სიტყვები: გარდამავალი ეკონომიკა, ტრანსფორმაციული ეკონომიკა,  „ველურიკაპიტალიზმი, ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკა, კაპიტალიზმის რესტავრაცია, 30-წლიანი კრიზისი,  „დესოვეტიზაცია“, ინდიკატური დაგეგმვა.

 

 

შესავალი

                 სამშობლო, ორგანიზებული სახელმწიფოს სახით, ნებისმიერი ხალხისათვის ამქვეყნიური ყველაზე დიდი, გარდაუვალი ფასეულობაა. 30 წლის წინ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო de facto და de iure  გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. მას შემდეგ 30 წლის განმავლობაში, საქართველოში კაპიტალიზმის რესტავრაცია და მისი კაპიტალიზმში მეორედ შესვლა (დაბრუნება) და მასთან დაკავშირებული პროცესები, საქართველოს სახელმწიფოებრივი, მ.შ. ეკონომიკური თავგადასავალის,  უმნიშვნელოვანესი გარემოა. საქართველოს ეკონომიკის აღნიშნული 30 - წლიანი პერიოდი ბევრი ქართველი და უცხოელი მეცნიერის წარმატებული კვლევის საგანია (პაპავა 2015,11-34). საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე,  საქართველოს ეკონომიკის ანალიზს ახორციელებენ, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და კომერციული სტუქტურები. მისი ანალიზი მოცემულია სამთავრობო პროგრამებსა და დოკუმენტებში. ამასთან,  შესამჩნევია ისტორიული პროცესების ლოგიკური განზოგადების, ან განვითარების ეტაპის სისტემური შეფასების დეფიციტი. იშვიათია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროგნოზირების, მისი სამომავლო მოძრაობის ვექტორის განმსაზღვრელი დასკვნები. ქვეყნის ეკონომიკის მართვასთან, ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასთან მეცნიერთა ნააზრევის ოფიციალური და სტაბილური, კანონმდებლობით დადგენილი და ინსტიტუციურად უზრუნველყოფილი  კომუნიკაციის მექანიზმიც არ არსებობს, მას შემდეგ რაც უარყოფილ იქნა ინდიკატური დაგეგმვის სისტემა[1]. ამ სისტემის კომპნესირება ვერ მოხდა იმიტომ, რომ ქვეყანაში ათობით სტრატეგია შემუშავდა (ამჟამად 150-ზე მეტია მათი რიცხვი), რადგანაც მათი სამართლებრივი სტატუსი კანონით არაა განსაზღვრული და განხორციელების პროცესი ადვილად ემორჩილება პოლიტიკური კონიუნქტურის სუბიექტურ გადაწყვეტილებებს. სტრატეგიის შემუშავება სახელმწიფოს ვალდებულებაა. მისი შექმნა არ შეუძლია არც ცალკე აღებულ პიროვნებას, არც მეცნიერთა ჯგუფსა და კოლექტივს, თუ ეს სისტემა სამართლებრივად არაა მოწესრიგებული და თუ მასში არაა ჩართული ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სისტემის ყველა აქტიორი. არსებობს წარმატებული მაგალითები მეცნიერთა მიერ ქვეყნის განვითარების პროგრამებისა და სტრატეგიების შემუშავების შესახებ (თვალჭრელიძე, სილაგაძე, ქეშელაშვილი, გეგია, 2011; ჯიბუტი, 2013; ქუცნაშვილი, 2015) მეცნიერთა ასეთ ჯგუფებს, ან ცალკეულ მეცნიერებს, შეუძლიათ განსაზღვრონ კონცეფციები, მიმართულებები, მოამზადონ თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლები  სტრატეგიისათვის, მაგრამ ყოველივე ეს კვლევად დარჩება  რეალიზების გარეშე. ქვეყანამ 30 წლის მანძილზე ვერ მოახერხა ეკონომიკის განვითარების 1988 წლის დონეზე გასვლა. სტრატეგიულ დაგეგმას ვერ ცვლის ვერც ერთი ცალკე აღებული, თუნდაც საერთაშორისო და სისტემური ხასიათის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. პოლიტიკური გადაწყვეტილება 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი არაა განმტკიცებული ანალიზით: განაცხადის შემდეგ რა, როდის და როგორ უნდა წარიმართოს ქვეყნის ცხოვრებაში. სტატიის გამოკვეთილი მიზანია ქვეყნის არსებული პოლიტეკონომიური  მდგომარეობის შეფასება დამოუკიდებლობის 30 წლისთავზე. ამ საკითხთან დაკავშირებით გამორჩეული ნაშრომია ნ. ჭითანავას მონოგრაფია (ჭითანავა,2021), სადაც წარსულის ანალიზის საფუძველზე შეფასებულია არსებული სოციალურ - ეკონომიკური  და პოლიტიკური გამოწვევები და მოცემულია ავტორისეული პოზიცია მათი გადაჭრის გზების შესახებ.   არსებული მდგომარეობის შეფასებაა ჩვენი მიზანიც, რისთვისაც აქცენტს ვაკეთებთ მიდგომაზე - მომავლიდან აწმყოსაკენ, რაც პრობლემათა გადაჭრის ახალი, ალტერნატიული გზების დანახვას უწყობს ხელს. საქართველოს საზოგადოებრივ - ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროში შეიძლება ისეთი წარმატებების ჩვენება, რაც გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ინტერესი აქ ხომ ვერ გაჩერდება? ისმის კითხვა, შეიძლებოდა თუ არა იგივე გაკეთებულიყო 20, 10, 2 წლის წინ? ან  რაც დღეს ქვეყანაში გამოწვევებია, რამდენ ხანში გადაიჭრება და თუ არსებობს ალტერნატიული ვარიანტები მათი გადაჭრის დაჩქარებისათვის?  ქართველი ერი ისე გამოიყენებს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, რომ შეძლებს იცხოვროს განვითარებულ საქართველოში, დემოგრაფიულად დომინანტურ მდგომარეობაში მყოფმა, თუ გაითქვიფება კოსმოპოლიტულ თანამოქალაქეთა მასაში?

საქართველოს  პოლიტიკურ-ეკონომიკური

იდენტიფიკაცია

 

                 საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად აღსრულდა ქართველი ხალხის ოცნება - აღდგენილ იქნა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში: საქართველო, როგორც სახელმწიფო დამკვიდრდა საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტად;  მან საბჭოთა კავშირისაგან მემკვიდრეობით მიღებული კვაზი - სახელმწიფოსაგან შექმნა კონსტიტუციურ წესრიგზე დამყარებული სახელმწიფო; გაიარა საბჭოთა ბიუროკრატიულ - ადმინისტრაციულ - გეგმური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი ეტაპის მნიშვნელოვანი მონაკვეთი და ძირითადად განახორციელა საბჭოთა მოდელის სოციალიზმის პოლიტიკურ - ეკონომიკური სისტემის დემონტაჟი და კაპიტალისტური ტრანსფორმაცია; საქართველო ერთგულობს განვითარების ევროაატლანტიკურ ვექტორს;  ასოცირების ხელშეკრულებითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების საფუძველზე ახორციელებს  ევროკავშირთან  პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციას,  ნაციონალიზებული აქვს და  ჩართულია  2030 წლამდე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში. 30 წლის განმავლობაში ის მეგობარი ქვეყნებისათვის, უპირატესად დახმარების მიმღები ქვეყნიდან, უპირატესად პარტნიორ ქვეყნად  იქცა.

                 საქართველო საერთაშორისო რეიტინგებით  მსოფლიოში ქვეყნების პირველ          30 %-ში შედის, აქვს უფრო წარმატებული პოზიციებიც (ბიზნესის კეთების რეიტინგით მე-7 ადგილი - 2020 წ., ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მე-12 ადგილი - 2021წ. და სხვ.). უფრო მორიდებულია საქართველოს პოზიცია სუვენერული საკრედიტო რეიტინგებში. შეფარდებითისაგან განსხვავებით, არადამაკმაყოფილებელია  ქვეყნის  სოციალურ - ეკონომიკური განვითარების აბსოლუტური მაჩვენებლები.   საქართველო 30 წელია ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისშია.  მან  30 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში ეკონომიკურ ვარდნის წინა პერიოდის, კერძოდ, 1988 წლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის აღდგენა. 1988 წელს მშპ (მუდმივ 2015 წლის  ფასებში) შეადგენდა 21 533 მლნ., ხოლო 2019 - COVID-19 პანდემიის წინა წელს   მხოლოდ 17 758 მლნ. აშშ დოლარს (82,5%,)  2020 წელს-კი 16 557 მლნ. აშშ დოლარს. (https://data.worldbank.org/indicator/ )

 

30 - წლიანიკრიზისი

 

                 30 წლის შედეგებით,   ეროვნულ პროგრესს   (დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით)  მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეკონომიკური და სოციალური პროგრესი.

                 საქართველოში  ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ სოციალურ - ეკონომიკური პრობლემები დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გაჩნდა. ამ სტერეოტიპის ტირაჟირება ხდება მაშინაც, როდესაც საქართველოს სოციალურ - ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზის დროს საბჭოთა კავშირის არსებობა/არარსებობის, საქართველოს de iure  და de facto  პერიოდების გამიჯვნას არ ახდენენ. საქართველო 30 წლის განმავლობაში მოქცეულია  იმ  ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში, რაშიც ქვეყანა აღმოჩნდა დამოუკიდებლობის მოპოვების წინა და მისი მოპოვებიდან პირველ წლებში.  ამ პერიოდში ყველა სხვა შემთხვევა - ეკონომიკის ზრდის, თუ ვარდნის, ამ საერთო მდგომარეობის კერძო შემთხვევებია.

                 საქართველოს ეკონომიკის დაცემა  ორი   დიდი სოციალ - პოლიტიკური ტალღის შედეგად მოხდა. ერთი, საბჭოთა კავშირის დაშლის წინა წლებში, რაც გამოწვეული იყო თვით საბჭოთა კავშირის რყევებით,  როდესაც საბჭოთა სამეურნეო მექანიზმი მოიშალა მანამდე, ვიდრე მისი  შემცვლელი საბაზრო მექანიზმები ამუშავდებოდა. ეკონომიკური პროცესების ცენტრალიზებულ მართვას ხელისუფლება ცდილობდა, მაგრამ ვერ ახერხებდა, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის ფუნქციონირების მაცემენტებელი კომპარტიის მმართველობის კონსტიტუციური ნორმის გაუქმების შემდეგ. ეკონომიკის დაცემა და კრიზისი საქართველოში გამწვავდა დამოუკიდებლობისათვის პოლიტიკური ბრძოლის მიმდინარეობით, როდესაც მასობრივი პროტესტი, დაუმორჩილებლობა, ხელისუფლებისათვის  ეკონომიკური ობსტრუქცია ამ ბრძოლის მექანიზმად იყო გამოყენებული. ამას დაემატა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (9.04.1991 წ.), „ცენტრიდან“ ყველანაირი ფინანსურ - ეკონომიკური შეზღუდვები და შეფერხებები, რასაც ხშირად ბოიკოტის ფორმა ჰქონდა. ამ პერიოდში მოხდა საბჭოთა სოციალური ეკონომიკური  სისტემის სრული გაჩერება და  სრული კრახი.

                 მეორე ტალღა ეს იყო სსრკ დაშლის შემდეგ, როდესაც საქართველომ de facto  დამოუკიდებლობასთან ერთად მიიღო ეს გაჩერებული ეკონომიკა. De facto დამოუკიდებლობას  - 1991 წლის 25 დეკემბერს, საქართველო 22 დეკემბერს დაწყებული საომარი მოქმედებებით შეხვდა.

                 1988-1991 წლებში მშპ შემცირდა 8 097 მლნ. აშშ დოლარით (37,6%-ით), 1990 -1991 წლებში  5 593 მლნ. აშშ დოლარით (25,97%-ით), საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ სამ წელიწადში (1992-1994 წწ.) 1988 წელს მიღწეულ დონეზე 8746 მლნ. აშშ დოლარით (40,6%-ით) ნაკლებია. აქედან, პირველ 1992 წელს  6 033 მლნ. აშშ დოლარით (28 %-ით), 1993 ,1994 წლებში შესაბამისად, 2 169 (10 %-ით) და 544 (2,5%-თ)  მლნ. აშშ დოლარით. 16 843 მლნ. აშშ დოლარით, ანუ 78,2 %-ით. ამ შემცირებიდან  1992 -1994 წლების წილია 52%. ამ წლებში მშპ შემცირდა  მშპ 8746 მლნ. აშშ დოლარით.   ეკონომიკის დაცემის ფსკერი იყო 1994 წელი, როდესაც მშპ-მ (მუდმივ 2015 წ. ფასებში) შეადგინა 4 690 მლნ. აშშ დოლარი ( https://data.worldbank.org/indicator/).

                 ამრიგად, საქართველოს ეკონომიკა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შევიდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე, როდესაც ეკონომიკა დაეცა 37,6%-თ, რაც კიდევ უფრო გაღრმავდა მისი დაშლის შემდეგ, როდესაც   ეკონომიკის  ვარდნამ 40,6%  შეადგინა  და ყველაზე მწვავე ფაზას მიაღწია 1994 წელს, როდესაც მშპ-მ 1988 წელს მიღწეული დონის მიმართ 21,8% შეადგინა.

 

ქვეყნისმიზანიდამისიმიღწევის   სტრატეგია

 

                 საქართველოს მიზნების იერარქიაში უმთავრესი მიზანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და მოსახლეობისათვის ევროპული სტანდარტებით ცხოვრების უზრუნველყოფა. ამ მიზნების რეალიზებისათვის საქართველოს კონსტიტუციაევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში „საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფას“ ითვალისწინებს  (მუხლი 78, საქართველოს კონსტიტუცია).  სწორედ ეს წარმოადგენს საქართველოს მიერ შერჩეულ განვითარების ვექტორს, სტრატეგიას.

                 სტრატეგიული მიზნიდან გამომდინარე საქართველოსათვის ისტორიული „ტრანსფორმაციული“ კრიზისის დაძლევა და ეკონომიკის 1988 წლის დონეზე გაყვანა -  შუალედური მიზანია, ძირითადი ეკონომიკური მიზანი კი უახლესი მომავლისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისათვის აუცილებელი მოთხოვნის -კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა. მით უმეტეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ 2024 წელს გააკეთებს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს (სამთავრობო პროგრამა, 3).

                 განაცხადის შემდეგ იწყებს მოქმედებას ევროკავშირის  წევრად მიღების მექანიზმი ე.წ. „კოპენჰაგენის კრიტერიუმების“ (ევროსაბჭოს მიერ მიღებულია 1993 წელს) დასაკმაყოფილებლად, როდესაც ზოგადად საქართველოს ევროპული სახელმწიფოს კრიტერიუმებით ისეთი ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა ექნება, რაც გაუძლებს კონკურენტულ ზეწოლას და საბაზრო ძალებს ევროკავშირის შიგნით ( https://eur-lex.europa.eu).

                 საქართველოს, ბევრი მიმართულებით, საქმე „წინ აქვს წაგდებული“. ამ მხრივ ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად, რის ფარგლებში ფაქტობრივად ხდება ევროკავშირის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაც, მნიშვნელოვანია საქართველოს ორგანული კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“, სადაც ევროკავშირის მოთხოვნები ბიუჯეტის დეფიციტთან და საგარეო ვალთან დაკავშირებით ნაციონალიზებულია  2013 წლიდან.

                 ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის ნიშნავს, მისი მოსახლეობის ყველა თაობისათვის დღეს არსებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას (ჯიბუტი 2002,18).

                 საქართველოს სტრატეგია განსაზღვრული აქვს და განაცხადის შეტანის შემდეგ- ეს კიდევ უფრო მატერიალიზებული იქნება. თავისთავად ეს ძალიან მისასალმებელი ფაქტია, რადგანაც ევროკავშირის წევრობაზე დიალოგი უკვე განაცხადის შევსებიდან, არაფერს ვამბობ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემთხვევაში, ქმნის სახელმწიფოსათვის სტრატეგიული მოქმედების ჩარჩოს, ერთგვარ სტრატეგიულ გეგმას, რაც დაცული იქნება პოლიტიკური კონიუნქტურისაგან მეტად, ვიდრე მანამდე. საქართველოს ყველა მთავრობა განვითარების ევროპული ვექტორის მხარდაჭერას ადასტურებდა და ადასტურებს, თუმცა გაცხადებული  პრიორიტეტების მასშტაბს, ყოველთვის ჩამორჩებოდა მათი  პრაქტიკული რეალიზება. ევროკავშირს გაწერილი აქვს წევრობისათვის აუცილებელი პროცედურები, თუმცა არ აქვს მათთვის დადგენილი რაიმე დროითი საზღვრები.  გამომდინარე აქედან, მანამ, სანამ საქართველო ეცდება გახდეს ევროკავშირის წევრი და იმის მიუხედავად, გახდება თუ არა, საქართველოს მიზანია ეკონომიკური ჩამორჩენილობის დაძლევა, საბჭოთა სისტემიდან საბაზრო სისტემაზე გადასვლის დასრულება და მოსახლეობისათვის ცივილიზებული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფა. მისი კონკრეტული, დეტალიზებული მოქმედების გეგმა გაწერილი უნდა იყოს ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში. სტრატეგიული განვითარების დაგეგმვის სისტემა საქართველოში არსებობდა  1993-2006 წლებში.  მოქმედებდა კანონი ინდიკატური დაგეგმვის შესახებ. ქვეყანამ უნდა იცოდეს, როდის დამთავრდება ე.წ. გარდამავალი პერიოდი, როდის გავა ქვეყანა ევროპის შესაბამისი საბაზრო ურთიერთობების დონეზე, როდის მოხდება თუნდაც საბჭოთა კავშირის დროინდელი ცხოვრების დონის მიღწევა და სხვ. რა პროცესში იმყოფება ქვეყანა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ?

                 საქართველოს გამოკვეთილი ორიენტირებია ეფექტიანი და კონკურენტიანი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება, ამ გზაზე  შესაბამისი ადმინისტრაციული და იურიდიული მექანიზმებით „ველური“ კაპიტალიზმის დემოკრატიულში ტრანსფორმაციის დასრულება მოდერნიზაციის გზით  და გარდამავალი პერიოდის დასრულება (სრული დესოვეტიზაციითა და 1988 წლის ეკონომიკური განვითარების დონის მიღწევით).

 

გარდამავალი და ტრანსფორმაციული

პროცესები

 

                 საბჭოთა ეკონომიკური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამდე დროში არსებული ეკონომიკა გარდამავალი ეკონომიკაა. ამ პერიოდში ხდება საბჭოთა ეკონომიკური სისტემის, ქვესისტემების, მექანიზმებისა და ელემენტების ლიკვიდაცია - დემონტაჟი და პარალელურად წარმოიქმნება საბაზრო ეკონომიკის სისტემის შემქმნელი ელემენტები. რა თქმა უნდა, „მიმავალი“ და „მომავალი“ სისტემები არიან ურთიერთქმედებაში და იქმნება განსაკუთრებული ეკონომიკური გარემო. ამ ურთიერთქმედების ხარისხის, ეკონომიკის ელემენტების რაოდენობრივი კომბინაციებისა და სხვა მიზეზებით, რაც სპეციფიკურია მოცემული ქვეყნის მიხედვით, იგი განსხვავებულია დროსა და სივრცეში. ამ მიდგომით, გარდამავალ ეკონომიკას აქვს დროითი საზღვრები - დასაწყისი და დასასრული. დასაწყისში არის დომინანტური საბჭოთა ეკონომიკური სისტემა, ხოლო დასასრულისათვის არის დომინანტური საბაზრო ეკონომიკური სისტემა. ასეთი მიდგომით, გარდამავალი ეკონომიკური სისტემა ეს რაღაც ბუნებრივად ტრანსფორმირებადი,  ევოლუციური  სისტემა არაა, როდესაც საწყისი, ძველი სისტემის ელემენტები ტრანსფორმირდებიან, გარდაიქმნებიან, გადავლენ ახალ თვისებრივ მდგომარეობაში და შექმნიან ასევე თვისებრივად ახალ სისტემას. საბჭოთა ეკონომიკის სისტემის ტრანსფორმაცია საბაზრო ეკონომიკურ სისტემაში მხოლოდ რევოლუციურად, საბჭოთა სისტემის დემონტაჟით, საბაზრო სისტემის ფუნქციონირებისათვის საბჭოთა სისტემის მიერ შექმნილი ბარიერების მოხსნითაა  შესაძლებელი. ამდენად, გარდამავალი ეკონომიკა და ტრანსფორმაციული ეკონომიკა, ერთი და იგივე მნიშვნელობით, მხოლოდ მაშინ შეიძლება გავიგოთ,  თუ ორივე შემთხვევაში მათ შინაარსში ვდებთ გარკვეულ დროში განგრძობილ რაღაც პროცესს, რის დასაწყისში გვქონდა საბჭოთა,  დასასრულს კი - საბაზრო ეკონომიკური სისტემა. საბაზრო ეკონომიკა ისტორიული კატეგორიაა და ცნობილია მისი წარმოშობისა და გენეზისის გზა. ის ბუნებრივად ვითარდებოდა ადრეულ ეკონომიკურ სისტემებში და რევოლუციური „ნახტომით“ მოახდინა გაბატონებულ -  გამსაზღვრელ კაპიტალისტურ ეკონომიკურ სისტემად ტრანსფორმაცია.  საბჭოთა სისტემის შექმნით მოხდა არა ბუნებრივად განვითარებადი საბაზრო ეკონომიკის ტრანსფორმაცია საბჭოთაში, არამედ საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების არაბუნებრივად, ძალადობრივად, იდეოლოგიური წარმოდგენებისა და პოლიტიკური მიზანშეწონილობით შებოჭვა და ჩახშობა. მის ნაცვლად კი შეიქმნა, კაპიტალიზმის, საბაზრო ეკონომიკის სისტემის სრულ უარყოფაზე აგებული საბჭოთა ეკონომიკური სისტემა. ე.წ. „კაპიტალიზმიდან  სოციალიზმზე“ გარდამავალი პერიოდი საბჭოთა კავშირში იყო კაპიტალიზმის  - კერძო საკუთრებისა და მესაკუთრეების  - კაპიტალისტების, კულაკობის, სამღვდელობის, სხვადასხვა არისტოკრატიული წოდების წარმომადგენელთა, აგრეთვე, კომუნისტური პარტიის შეხედულებებისაგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ფიზიკური განადგურების პერიოდი, როდესაც „უხილავმა ხელმაც“ კი შეწყვიტა ფუნქციონირება. შეიქმნა უნიკალური საბჭოთა ეკონომიკური სისტემა, რომლის სრული  და უცვლელი სახით ტირაჟირება  ვერსად ვერ განხორციელდა. ამ სისტემის უნიკალურობა დამყარებული იყო ზოგადად,  არა  ერთი პირის მმართველობაზე, არამედ ერთი კონკრეტული პიროვნების - იოსებ სტალინის მმართველობაზე. ეს ერთმმართველობა განსხვავდებოდა სხვა დიქტატურისაგან. ი.სტალინი ცდილობდა სისტემას ჰქონოდა შემქმნელის გარეშე კვლავწარმოების უნარი. ამიტომ შეეცადა  მეცნიერულ სისტემაში მოექცია მის მიერ შექმნილი ექსპერიმენტული წარმონაქმნი. ამისთვის მოეწყო 1951 წლის ეკონომიკური დისკუსია (ჯიბუტი,1997). შეიქმნა სოციალიზმის პოლიტიკური ეკონომიის აბსტრაქტული მეცნიერული სისტემა, მაგრამ ვერ მოესწრო პრაქტიკის ამ სისტემით მოწყობა. საბჭოთა სოციალისტური ექსპერიმენტით მიღწეულ ეკონომიკის ზომას არ შეესაბამებოდა საზოგადოების ცხოვრების დონე და ხარისხი. ეს დისპროპორცია, ბოლომდე - საბჭოთა კავშირის დაშლამდე, გადაულახავი დარჩა.  სტალინის შემდეგ „კოლექტიური სტალინის“ როლის შესრულება ვერ შეძლო კომუნისტურმა პარტიამ. ანტიკაპიტალისტური შემოქმედებითი უნარები არ აღმოაჩნდა მმართველ ელიტას, რომელმაც მოინდომა ეკონომიკის ეფექტიანობის უზრუნველმყოფელი საბაზრო მექანიზმების ინპლანტაცია საბჭოთა სამეურნეო მექანიზმში და მისი შედეგების ცენტრალიზებული მითვისება- განკარგვის ორგანიზაციულ - მმართველობითი სისტემის შენარჩუნება. აქ კი, გათავისუფლებულმა „უხილავმა ხელმა“ გამოამჟღავნა თავისი შესაძლებლობები.  უკვე „პერესტროიკის“ (1985-1989 წწ.) დროს დაიწყო კერძო საკუთრებითი ურთიერთობების კონტრრევოლუცია. წარმოიშვა საბაზრო ეკონომიკის სისტემის შემქმნელი მექანიზმები და ელემენტები. განხორციელდა კაპიტალიზმის რესტავრაცია, შეზღუდულად, უკვე საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში, რამაც საქართველოში სტიქიური ხასიათი მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის de facto  აღდგენის პირველ წლებში (1992-1995წწ.).  ეს იყო კაპიტალიზმი პირველყოფილი ფორმით. მისი დამკვიდრება ხდებოდა რევოლუციურად, ნახტომისებურად. ამასთან, ეს არ იყო საბჭოთა ეკონომიკის ტრანსფორმაცია- მისი ელემენტების გარდაქმნის, ან სახეცვლილებით მიღებული ახალი თვისებრიობა. რაც შეეხება უკვე წარმოშობილ „ველურ“ საბაზრო ეკონომიკას, ის შეიცავდა მასალას ეფექტიან, დემოკრატიულ კაპიტალიზმში ტრანსფორმაციისათვის. ტრანსფორმაცია, ბუნებრივი სისტემებისათვის, დროში არაა შეზღუდული. ის, როგორც ევოლუცია, მუდმივი პროცესია. ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაცია შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ეტაპების გავლით და სხვადასხვა სიჩქარით. ეს დამოკიდებულია რეფორმების გატარების ეფექტიანობაზე და აქედან გამომდინარე, მმართველობის ეფექტიანობაზე. მაშასადამე, ქვეყნის გარდამავალი ეკონომიკა, ან ტრანსფორმაცია (სინონიმებად განხილვის დროს)  შავ ყუთად კი არ უნდა იქნას წარმოდგენილი,  სადაც შემავალი საბჭოთა სისტემა გამოსვლისას უკვე საბაზრო ეკონომიკაა, არამედ საჭიროა აიხსნას თუ  რა ხდებოდა(რა ხდება) შავ ყუთში. მით უმეტეს, რომ ასეთი ეკონომიკა ჯერ არ დამყარებულა საქართველოში.  შინაარსის სხვადასხვა გაგება, ცვლის მოვლენის დროსა და სივრცეში განფენილობის განსაზღვრებას.  თუ გარდამავალი პერიოდი დროითი პარამეტრია და  ეკონომიკის რაოდენობრივ აღდგენას ნიშნავს,  მაშინ ის მთავრდება, როდესაც  საქართველოს ეკონომიკის რეალური დონე მიაღწევს საბჭოთა კავშირის დროინდელ, კერძოდ, საბჭოთა კავშირის დაშლის წინ საუკეთესო მაჩვენებლების (1988 წლის დონეს). ამ მიდგომით, საქართველო 30 წელია  გარდამავალ პერიოდში იმყოფება და ჯერ კიდევ გადის მას. აღნიშნულ შემთხვევებში,  კვალიფიკაცია „გარდამავალი ეკონომიკა“, ან „ტრანსფორმაციის პერიოდი“ მხოლოდ  დროითი პარამეტრისა და პროცესის ხანგძლიობის შინაარსის მატარებელია. თუ გარდამავალ პერიოდს განვიხილავთ არა როგორც  ეკონომიკის რაოდენობრივ აღდგენას, არამედ გეგმიურიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას, მაშინ ის დიდი ხნის დამთავრებულია საქართველოში.  საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირება აღდგა და კაპიტალიზმის რესტავრაცია მოხდა მაშინ, როდესაც აღდგა კერძო საკუთრების უფლება, დადგინდა თავისუფალი ვაჭრობა, გათავისუფლდა ფასწარმოქმნა, მოქმედების საშუალება მიეცა მოთხოვნა - მიწოდებისა და ღირებულების კანონებს,  კონკურენცია დაშვებულ იქნა, დამყარდა პოლიტიკური პლურალიზმი,  საქონლის, ფიზიკური და იურიდიული პირების, მომსახურების, კაპიტალის გადაადილების თავისუფლება, გაჩნდა სტატუსით  საქართველოს მოქალაქე.  ეს პროცესი საქართველოში აქტიურად დაიწყო 1992 და დასრულდა 1995 – 1997 წლებში საქართველოს კონსტიტუციის, მისგან გამომდინარე შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღებითა და  საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების ქართული სამართლებრივი სისტემის შექმნით. ამ დროიდან საქართველოში უკვე კონსტიტუციურადაა დადგენილი საბაზრო ეკონომიკა და კაპიტალიზმი.

                 ამრიგად, საქართველოში ისტორიულად შეიძლება განვასხვაოთ გარდამავალი პერიოდის ორი ეტაპი/ფაზა: „ველური“ კაპიტალიზმის, მისი შებოჭვის და მისი დემოკრატიულ კაპიტალიზმში ტრანსფორმაციის ეტაპები.  პირველი ეტაპი (1992 – 1997წწ.), როდესაც კონსტიტუციურად ჩამოყალიბდა საბაზრო ეკონომიკის სამართლებრივი სისტემა, რაშიც პირველყოფილი ფორმით საბაზრო და  საბჭოთა ეკონომიკური სისტემები თანაარსებობენ    პირველის გამოკვეთილი დომინანტობით და მეორე ეტაპი 1997 წლიდან, როდესაც დაიწყო კაპიტალის - ტური ეკონომიკური სისტემის შიდა ქვესისტემებისა და მექანიზმების ტრანსფორმაცია მოდერნიზაციის გზით,  რაც დღემდე გრძელდება.

დასკვნა

                 დამოუკიდებელი საქართველოს 30 წლიან ეკონომიკურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების გარკვევისათვის, აუცილებელია ცნებების – „გარდამავალი ეკონომიკა“, „ტრანსფორმაციული ეკონომიკა“– შინაარსის დაზუსტება სხვადასხვა კონტექსტში გამოყენების დროს. ერთია, როდესაც ის გამოიყენება არა უბრალოდ ქვეყნების ტიპოლოგიზაციის მიზნით და მეორე, როდესაც გამოხატავენ ეკონომიკური სისტემების თვისებრივ ცვლილებებს. „გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანა“- ყოფილი საბჭოთა კავშირიდან წარმოშობილი ქვეყანაა, რომელიც ახორცელებს  გადასვლას ადმინისტრაციულ - ბიუროკრატიული სისტემიდან საბაზრო ეკონომიკის სისტემაზე. როგორც სოციალიზმიდან კაპიტალიზმში გადასვლის განმახორციელებელი, ასეთი ქვეყანა შეიძლება იწოდებოდეს აგრეთვე, როგორც „ტრანსფორმაციული ეკონომიკის ქვეყანა“. თუ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სისტემას შევაფასებთ არა მისი მოძრაობის ვექტორის საწყისი და ბოლო წერტილების, ამ გაგებით დროითი გარდამავალი პერიოდის - მათ შორის გადაადგილების დაწყების და დამთავრების მიხედვით, არამედ შინაარსობრივად, მაშინ გამოჩნდება მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობა.  საბჭოთა და საბაზრო ეკონომიკურ სისტემებს უწევთ რა რაღაც დროის  განმავლობაში ერთ სივრცეში არსებობა, გააჩნიათ მათი თანაარსებობის ურთიერთობები, რაც მშვიდობიანი ან დიფუზიური კი არა, არამედ ურთიერთდაპირისპირებულია. შეუძლებელია ამ სისტემების ელემენტების ერთმანეთში ტრანსფორმაცია, მათი ურთიერთგამომრიცხავი თვისებებისა და ფუნქციონირების მექანიზმების გამო. საბჭოთა ეკონომიკური სისტემა ხელოვნურად იყო შექმნილი, როგორც კაპიტალისტურის ანტიპოდი და გამომრიცხველი, ამიტომ მისი არსებობა დამოკიდებული იყო სუბიექტურ მმართველობით მოქმედებებზე.  საბაზრო ეკონომიკა ფუნქციონირებს ავტომატურად, შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში (კერძო საკუთრების უფლება, ფასებისა და ვაჭრობის თავისუფლება, კონკურენცია...). საბაზრო ეკონომიკა საქართველოში წარმოიშვა  საბჭოთა კავშირის დაშლის პირველსავე წელს სტიქიურად და მას ჰქონდა „ველური კაპიტალიზმის“ სახე, მისი შემბოჭავი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების არ არსებობის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მიღების შემდეგ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედებით, პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემის მოდერნიზაციით დაიწყო „ველური კაპიტალიზმის“ ტრანსფორმაცია ეფექტიან საბაზრო ეკონომიკაში. თუმცა ამ ტრანსფორმაციის შემდეგაც საქართველომ ვერ შეძლო 1988 წლის  ეკონომიკის დონის მიღწევა. ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი ფაქტორია 30 - წლიანი საომარი მდგომარეობა რუსეთთან, მის მიერ ჩვენი ტერიტორიის 20 %-მდე ოკუპაცია და იქ შექმნილი სეპარატისტული ანკლავები. თუმცა  ამას არ აქვს აბსოლუტური ხასიათი. წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა ეკონომიკური ზრდა. წარუმატებლობის მიზეზია დესოვეტიზაციის/ განსაბჭოების პროცესის გაუმართლებლად გაჭიმვა დროში, რეფორმების განხორციელებისა და საერთოდ,  ქვეყნის  განვითარების ერთიანი სტრატეგიის არ არსებობა. საბჭოთა სისტემის კონსერვაციამ (მასშტაბურად მიწასთან და სხვა ბუნებრივ რესურსებთან, სახელმწიფო საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებით, უპირატესად ცენტრალიზებულ - დარგობრივი მართვის შენარჩუნებამ, თვითმმართველობის განუვითარებლობამ  და სხვ.), გამოიწვია ბიუროკრატიის ეროზია, პოლიტიკურ ცხოვრებაში კონკურენციის შემცირება და ერთგვარი რესოვეტიზაცია ერთპარტიული მმართველობის სახით. ეკონომიკური ჩამორჩენილობის გამო ვერ განხორციელდა  სოციალური სფეროს სრულფასოვანი ტრანსფორმაცია. გამოსავალი, დესოვეტზაციის დაჩქარებასა და ინდიკატური სისტემის აღდგენაში,  მმართველობის სისტემის გაუმჯობესებაშია კადრებისა და პოლიტიკური ელიტის თვისობრივი გაუმჯობესების გზით. ეფექტიანი ხელისუფლება იმოქმედებს მეცნიერების დასკვნებისა და რეკომენდაციებით. კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს მეცნიერების - ფიზიკური პირების როლი მმართველობაში; უნდა დადგინდეს სამეცნიერო ცენზი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის; მინისტრი ვერ უნდა გახდეს პირი სამეცნიერო ხარისხის გარეშე. უნდა შეიქმნას განათლებული პოლიტიკური ელიტა და დაძლეულ იქნას პოლიტიკური ფიგურების ‘’ჭარბგაუნათლებლობა’’ ქვეყანაში არსებული ‘’ჭარბგანათლებულობის’’ პირობებში.

ლიტერატურა:

  • გველესიანი რ. (2019) ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის ჩარჩოპირობების ძირითად საზოგადოებრივ ფასეულობებთან შესაბამისობის პრობლემა|| ეკონომიკადაბიზნესი“, 3.
  • გუგუშვილი         ბ.         (2010).             მოგონებები  https://besarion.wordpress.com/2010/08/22/memories_5/ ბოლო ნახვა 4 დეკემბერი, 2020/
  • თვალჭრელიძე ა., სილაგაძე     ა., ქეშელაშვილი გ., გეგია დ. (2011). საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა. თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“.
  • მექვაბიშვილი ე. (2019). ანაბრები, ბანკები და „კაპიტალის თავდაპირველი დაგროვება“ პოსტკომუნისტურ საქართველოში|| ეკონომიკადაბიზნესი“, 1.
  • პაპავა ვ. (2015). საქართველოს ეკონომიკა: რეფორმები და ფსევდორეფორმები. თბილისი: გამომცემლობა ინტელექტი.“
  • საქართველოს რესპუბლიკაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების საშუალოვადიანი პროგრამა (1993).თბილისი.
  • საქართველოს      კონსტიტუცია          (1995). https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36
  • საქართველოს ორგანული კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ https://matsne.gov.ge/ka/document/view/1405264?publication=3
  • სამთავრობო პროგრამა 2021 − 2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, 20       თებერვალი, 2021წელი, https://www.gov.ge/files/68_78941_292978_govprogramme.pdf
  • 1991-1992 წლებში საქართველოს ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანისა და ვითარების სტაბილიზების ღონისძიებათა პროგრამა. პროექტი. 14 ნოემბერი, 1991 წელი||საქართველოს რესპუბლიკა
  • ქუცნაშვილი ო. (პროექტის ხელმძღვ.) (2015). საქართველო 2050. საქართველოს განვითარების სტრატეგია.თბილისი: გამომცემლობამერიდიანი.“
  • ჩხაიძე ი. (2015) საქართველოს კაპიტალიზაცია. თბილისი: გამომცემლობა ივერიონი.“
  • ჭითანავა ნ. (2021) გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში: საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის ხილული და უხილავი პრობლემები. თბილისი: გამომცემლობა ივერიონი“.
  • ჯიბუტი მ. (2013). საქართველოს თანამედროვე სოციალური და ეკონომიკური გამოწვევები და მათი დაძლევის სანიმუშო პროგრამის მონახაზი|| კრებულში: საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის შრომები, ტომი 11, თბილისი: გამომცემლობა სიახლე“ . 
  • ჯიბუტი მ. (1993). საქართველოს რესპუბლიკის სოციალურ - ეკონომიკური განვითარების პირველი ინდიკატური გეგმა 1993 -1995 წწ. ||“ეკონომიკა“, სპეციალური გამოშვება.
  • ჯიბუტი მ. (1996). საქართელოს რესპუბლიკის სოციალურ - ეკონომიკური განვითარების პირველი ინდიკატიური გეგმის მეთოდოლოგიური საფუძვლები|| ეკონომიკა“, №6.
  • ჯიბუტი მ. (2002). საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი თბილისი: გამომცემლობასიახლე
  • Kutsnashvili O. (Project Manager) (2020). Georgia 2050.Development Strategy of Georgia. Tbilisi: “Meridian” Publishing.
  • Wild Capitalism in Post Communist Transformation: the Case of Serbia Martin Upchurch (Middlesex University, London, UK), Darko Marinković (Megatrend University, Belgrade, Serbia) https://www.global-labour-university. org/fileadmin/GLU_conference_2010/ papers/
  • Джибути М. (1997) Экономическая дискуссия 1951г.|| Всемирная история экономической мысли. В шести томах. Том 6, Книга I. Москва: Мысль. гл.2.
  • http://www.economy.ge/?page=ecoreview&s=30. /ბოლო ნახვა 4 დეკემბერი, 2020/
  • https://tradingeconomics.com/georgia/rating. /ბოლო ნახვა 4 დეკემბერი,2020/
  • https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.MKTP.KD?locations=GE /ბოლო ნახვა 4 დეკემბერი, 2020/
  • https://eur-lex.europa.eu/resource.html?uri=cellar:2bf140bf-a3f8-4ab2-b506-fd71826e6da6.0023.02/DOC_1&format=PDF/ ბოლო ნახვა 4 დეკემბერი, 2020/

 

References:

  • Gvelesiani R. (2019). Economikuri dsesrigis politikis charchopirobebis dzirithad sazogadoebriv phaseulobebis shesabamisobis problema. [The Problem of Conformity of Framework Conditions of  the Economic Order to the Main Public Values. “Economika da Biznesi”, №3]. In Georgian.
  • Gugushvili B.         (2010)  Mogonebebi.   [Memory]        In        Georgian. https://besarion.wordpress.com/2010/08/22/memories_5//last visited on  4 December, 2020/.
  • Tvalchrelidze A., Silagadze A., Keshelashvili,, G., Gegia, D. (2011). Saqartvelos socialur -ekonomikuri ganvitharebis programa. [Social and Economic Development Program of  Georgia. Tbilisi, “Nekeri’’ publishing house]. In Georgian.
  • Mekvabishvili E. (2019). anabrebi, bankebi da “kapitalis Tavdapirveli dagroveba”postkomunistur saqarthveloshi. [Deposits, Banks and Initial Saving of Capital in Post-Communist Georgia. “Economika da Biznesi”, №1]. In Georgian.
  • Papava V. (2015). Sakartvelos ekonomika: rephormebi da phsevdorephormebi [Economy of Georgia: Reforms and Pseudoreforms. Tbilisi, “Intellect” publishing house]. In Georgian.
  • Sakartvelos respublikashi makroekonomikuri stabilizaciisa da sistemuri tsvlilebebis sashualovadiani programa. [Medium-term Program for Macroeconomic Stabilization and Systemic Changes in the Republic of Georgia, (1993), Tbilisi. ]. In Georgian.
  • Sagarthvelos          konstitucia     [Consitution   of         Georgia, (1995) https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36]. In Georgian.
  • Saqartvelos organuli kanoni “ekonomikuri thavisuflebis shesaxeb”[ Organic Law of Georgia on Economic Freedom, https://matsne.gov.ge/ka/document/view/1405264?publication=3]. In Georgian.
  • Samtavrobo programa 2021 – 2024 evropuli  sakhelmghiphos msheneblobisathvis [2021 − 2024 Government Program “For Building an European state”, 20 February, 2021 y., https://www.gov.ge/files/68_78941_292978_govprogramme.pdf]. In Georgian.
  • 1991-1992 slebshi saqarthvelos krizisidan gamoghvanisa da stabilizebis ghonisdziebatha programa. proeqti. [Program of Measures to Bring the Georgian Economy out of the cCrisis and stabilize the Situation. 14 November 1991y. Project. ”Sagarthvelos Respublika” ]. In Georgian.
  • Kutsnashvili O. Project manager (2015). Sagartvelo 2050. Saqartvelos ganvitharebis strategia. [Georgia 2050, Development Strategy of Georgia. Tbilisi, “Meridiani” Publishing House]. In Georgian.
  • Chkhaidze I. (2015) sakarthvelos kapitalizacia. [Capitalization of Georgia. Tbilisi: “Iverioni” Publishing House.
  • Chitanava N. (2021) globaluri gamoghvevebi erthpolusian msophlioshi: saqartvelos ekonomikis transformaciis xiluli da uxilavi problemebi. [Global Challenges in the Monopolar World: Visible and Invisible Problems of Georgian Economy Transformation, Tbilisi, “Iverioni” Publishing House]. In Georgian.
  • Jibuti M. (2013). Saqartvelos thanamedrove socialuri da ekonomikuri gamodsvevebi da mathi dadzlevis sanimusho programis monaxazi [Modern Social and Economic Challenges of Georgia and Paragigmatic Program outline for their Solution, Works of the Academy of Science of Georgia, Volume 11, Tbilisi, “Siakhle” Publishing House]. In Georgian.
  • Jibuti M. (1993). Saqarthvelos respublikis socialur-ekonomikuri ganvitharebis pirveli indukaturi gegma 1992-1995 gh.[First Indicative Plan for Social-Economic Development of the Republic of Georgia for 1993-1995, “Ekonomika”,special edition of The Economics]. In Georgian.
  • Jibuti M. (1996). Saqarthvelos respublikis socialur-ekonomikuri ganvitharebis pirveli indukaturi gegmis methodologiuri saphudzvlebi [Methodological Bases of the First Indicative Plan for Social-Economic Development of the Republic of Georgia.”Economika” №6]. In Georgian.
  • Jibuti M. (2002). saqarthvelos phasiani qaghaldebis bazari [Stock Market of Georgia, Tbilisi, “Siakle” Publishing House]. In Georgian.
  • Kutsnashvili O. Project Manager, (2020). Georgia 2050. Development Strategy of Georgia. Tbilisi: “Meridian” Publishing House.
  • Wild Capitalism in Post Communist Transformation: the Case of Serbia Martin Upchurch (Middlesex University, London, UK), Darko Marinković (Megatrend University, Belgrade, Serbia)https://www.global-labour-university. org/fileadmin/GLU_conference_2010/ papers/
  • Djibuti, M. (1997). Discussions on Economy, 1951г. World History of Economic Thinking in 6 volumes, Volume 6, Book 1, Moscow – The idea, Chapter 2.  http://www.economy.ge/?page=ecoreview&s=30. /last visited on  4 December, 2020/
  • https://tradingeconomics.com/georgia/rating./ last visited on  4 December, 2020/
  • https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.MKTP.KD?locations=GE last visited on  4 December, 2020/
  • https://eur-lex.europa.eu/resource.html?uri=cellar:2bf140bf-a3f8-4ab2-b506-fd71826e6da6.0023.02/DOC_1&format=PDF/ last visited on  4 December, 2020/

 



[1]  1994 წლის 11 სექტემბრიდან 2006 წლის 24 ივლისამდე მოქმედებდა საქართველოს კანონი „საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის საფუძვლების შესახებ.“